ბერბოკი: მზად ვართ უკრაინას წლების განმავლობაში დავეხმაროთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მზად არის წლების განმავლობაში დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მძიმე იარაღის მიწოდების ჩათვლით.
"რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მომავალ ზაფხულს უკრაინას შეიძლება ახალი მძიმე შეიარაღება დასჭირდეს მისი მეგობრებისგან", - განაცხადა ბერბოკმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.
"ჩემთვის გასაგებია: უკრაინა ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს მშვიდობიან წესრიგს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას ფინანსურად და სამხედრო ტექნიკით. სანამ ეს საჭიროა. წერტილი", - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.