დანია: შპიონაჟისთვის კრემლი ჟურნალისტების და ბიზნესმენების გადააბირებას ეცდება
დანიის სადაზვერვო სამსახურის გათვლით, ქვეყნიდან გაძევებული დიპლომატების სანაცვლოდ, რუსეთი დანიის მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების გადაბირებას შეეცდება, რათა თვალთვალი კვლავ გააგრძელოს.
სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილ რეპორტში ნათქვამია, რომ გასულ წელს, ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, კრემლი ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას შეეცდება.
სხვადასხვა პროფესიის ადამინების გადაბირების გარდა, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთის სპეც.სამსახურები, სხვადასხვა ფორმით, ციფრული თვალთვალის გაძლიერებას შეეცდებიან.
დიპლომატიური სტატუსის ქვეშ, კრემლი აქტიურად იყენებდა საკუთარ აგენტებს ნატოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი დიდი ნაწილი გააძევეს, დანაკლისის შევსებისთვის ალტერნატიულ მეთოდებზე გახდა ფიქრი საჭირო.