მედვედევი რამშტაინის შედეგებზე: უკრაინასთან გამკლავება მარტივი არ იქნება

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით რუსეთს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს, რომ გამარჯვება მარტივი იქნება. 

ამის შესახებ დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს. 

"რამშტაინზე გამართული შეხვედრა და უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემა არ ტოვებს ეჭვს, რომ ჩვენი მტრები განუსაზღვრელად შეეცდებიან ჩვენს გამოფიტვას ან განადგურებას. მათ საკმარისი შეიარაღება აქვთ, ხოლო თუ საჭირო გახდა ახალი შეიარაღების წარმოებას დაიწყებენ. ამიტომ აქ ილუზიები არ უნდა გვქონდეს. რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ? პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ იოლი არაფერი იქნება. მეორე - რაღაც გაჭიანერებული კონფლიქტის რაღაც მომენტში მომენტში შესაძლოა შეიქმნას ახალი სამხედრო ალიანსი იმ ქვეყნებისგან, რომელსაც ამერიკელებმა მათმა კასტრირებული ძაღლების ხროვამ თავი მოაბეზრა. და ამ მომენტში ამერიკელები საბოლოოდ გადააგდებენ ბებერ ევროპას და უკრაინელების ნარჩენებს, ხოლო სამყარო წონასწორობის მდგომარეობაში დაბრუნდება". 

კონტექსტი

20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების კონტაქტური ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის მძიმე და მოიერიშე ტიპის შეიარაღების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ჯამურად უკრაინისთვის გამოყოფილის სამხედრო დახმარების მოცულობა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

 

მსგავსი სიახლეები