მილი: წელს ყველა ოკუპურებული ტერიტორიის დაბრუნება უკრაინას ძალიან გაუჭირდება
გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა.
შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დახმარების აღნიშნული პაკეტი მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას თავი დაიცვას რუსეთის შემდგომი შეტევებისგან და გადავიდეს ტაქტიკურ და ოპერაციულ იერიშებზე ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად",- თქვა მარკ მილიმ.
მარკ მილიმ ასევე შეაფასა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება - "მე კვლავ ვრჩები აზრზე, რომ მიმდინარე წელს უკრაინისთვის ძალიან, ძალიან რთული იქნება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვერ ან არ მოხდება, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება",- განაცხადა მარკ მილიმ.