ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთში ხორბლის გატანა დაიწყეს - ТАСС

ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან რუსეთში ხორბლის გატანა დაიწყეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედია-სააგენტო ТАСС-ი.

ხერსონში ოკუპანტების მიერ დანიშნული მარიონეტი ლიდერი კირილ სტრემოუსოვი აცხადებს, რომ რუსეთში მზესუმზირის ზეთის ექსპორტიც იგეგმება.

უკრაინა რუსეთს ათეულ ათასობით ტონა მარცვლეულის მითვისებაში ადანაშაულებს.

რუსეთს უკრაინის საპორტო ქალაქები საზღვაო ბლოკადაში ჰყავს მოქცეული, რის გამოც უკრაინიდან სურსათის ექსპორტი ვერ ხერხდება.

 

 

მსგავსი სიახლეები