ქალაქ სუმის სარაკეტო დარტყმის შესახებ შვიდეულის განცხადება აშშ-მ დაბლოკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადება, რომელიც ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის დაგმობას ეხებოდა, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი - ამერიკელების აზრით, ასეთი განცხადება კონტრპროდუქტიული იქნებოდა იმ ფონზე, რომ შტატები აქტიურად მუშაობენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადამ, რომელიც წელს დიდი შვიდეულს თავმჯდომარეობს მოკავშირეებს უკვე აცნობა, რომ ვაშინგტონის თანხმობის გარეშე ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება შეუძლებელი იქნება. 

  • ერთობლივი განცხადების დრაფტში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა ნათქვამი იყო, რომ ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა დასტურია რუსეთის სურვილისა გააგრძელოს ომი. 

Big Picture: 14 აპრილს რუსეთის სარაკეტო დარტყმას ტრამპმა შემზარავი უწოდა, თუმცა უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია.

  •  "მე ვფიქრობ, ეს საშინელებაა. მე მითხრეს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, რომ მთელი ეს ომი საშინელებაა"- თქვა ტრამპმა. 

  • "ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე თუ ვის შეცდომას გულისხმობდა ტრამპს უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია - "მე ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს, მათ უნდა კითხოთ."

Context: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ დიდი შვიდეულის ერთობლივ განცხადებებს ბლოკავს - ასე იყო სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებული განცხადების დროსაც. 

  • პუტინის მიერ მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე ადმინისტრაციაში სულ უფრო პოპულარულია აზრი, რომ პუტინი დროს წელავს და შეთანხმება არ სურს, თუმცა Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის გარემოცვაში რუსეთთან დაკავშირებით მიდგომების შესახებ განხეთქილებაა. 

Go Deeper: რუბიო და კელოგი ტრამპს ურჩევენ პუტინს მკაცრად მიუდგეს, თუმცა ის უიტკოფს ეთანხმება

 

მსგავსი სიახლეები