ატალს კოალიციის შექმნა ულტრამემარჯვენეების და ულტრამემარცხეების გარეშე სურს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა ეროვნულ ასამბლეაში პოლიტიკურ ძალებს - ულტრამემარცხენე "დაუმორჩილებელი საფრანგეთისა" და ულტრამემარჯვენე "ეროვნული ერთიანობის" გარდა - ფართო კოალიციის შექმნა შესთავაზა.
ამ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან გაგზავნილ წერილში (ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების გარდა), ატალი მათ მოუწოდებს "იპოვონ ახალი გზა ეროვნულ ასამბლეაში დიალოგისათვის და ჩვეული განხეთქილებების დასაძლევად."
ამისათვის მან მომავალი კოალიციის მუშაობის ექვსი ძირითადი მიმართულება გამოყო, კერძოდ, ბიუჯეტის მოწესრიგება, ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერება, ღირებულებებისა და სეკულარიზმის დაცვა.
ატალმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია "რენესანსის" ფრაქციას ხელმძღვანელობს პარლამენტში, იმედი გამოთქვა, რომ ნებისმიერი უთანხმოება შეიძლება დაიძლიოს, თუმცა რთული იქნება "ყველაფერზე შეთანხმება."
გასულ თვეში მაკრონმა თქვა, რომ არ დანიშნავს ახალ მთავრობას სულ მცირე "აგვისტოს შუა რიცხვებამდე," რაც პარიზის ოლიმპიადის დასრულებას გულისხმობდა. ოლიპიადა 11 აგვისტოს დასრულდა.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მემარცხენე ბლოკს ყველაზე მეტი ადგილი აქვს. ივლისის ბოლოს მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში შეთანხმდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად ლუსი კასტეს წარადგენს.
საფრანგეთის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კასტე ახლა პარიზის მერიის საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.