უკრაინის პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. G-7-ის ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს გაიყვანოს მისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან.

დასავლელი მოკავშირეები შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების გამო.

16 ივნისს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ჟენევაში შეხვდება და უკრაინის საკითხს ფართოდ განიხილავს.

 
 

მსგავსი სიახლეები