გასულ ზამთარში უნგრეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმუქრებოდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა ერთიან გადაწყვეტილებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი გეგმა მოითხოვს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას.
კიევი უარს ამბობს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის განხილვაზე, მოითხოვს რუსეთის მიერ გატაცებული ყველა ბავშვის და პატიმრობაში მყოფი ყველა სამხედრო ტყვის გადაცემას და ასევე, უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს.
"ზუსტად ამ მომენტისთვის, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსეთის არმიის ალყაშია მოქცეული, ისინი ძალიან ცუდ, მოწყვლად მდგომარეობაში არიან. მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს საშინელი სასაკლაო იქნება, არნახული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ყველა",- წერს ტრამპი.