19 თებერვალს დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 4 - დაიჭრა

19 თებერვალს, დონბასელმა ბოევიკებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 136-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ 20 თებერვალს, დილით, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის პრესცენტრმგანაცხადა.

"19 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 136-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის, 116-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. ოთხი დაიჭრა და სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი", - ნათქვამია განცხადებაში.

პრესცენტრმა გამოაქვყენა იმ 42 დასახლების სია, რომლებსაც ბოევიკები ბომბავდნენ. 

დონეცკის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატიც დააფიქსირეს.

კვირას, 20 თებერვალს, პირველი შვიდი საათის განმავლობაში, სეპარატისტებმა ცეცხლი რვაჯერ გახსნეს, შვიდ შემთხვევაში მათ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს.

 

მსგავსი სიახლეები