24 თებერვლიდან უკრაინამ საერთაშორისო დახმარების სახით 15 მილიარდი მიიღო

უკრაინის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტიდან ამ დრომდე, საერთაშორისო ფინანსური, ტექნიკური, ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ ჯამურად 15 მილიარდი დოლარი მიიღო.

15 მილიარდი დოლარიდან 5 მილიარდი დოლარი პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტის დასტაბილურებაზე დაიხარჯება. 

ეროვნული ბანკის განცხადებაში გამოყოფილია დახმარება, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სექტორს აღმოუჩინეს, უწყების ანგარიშით ამ დრომდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების დასახმარებად უკვე გადმორიცხულია 6 მილიარდი ჰრივნა, რაც დაახლოებით 300 მილიონ დოლარს უტოლდება. 

ამ თანხის ნაწილი უკვე დაიხარჯა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. 

 

მსგავსი სიახლეები