14:02 | 12 სექტემბერი, 2026 — საუდის არაბეთი
დრონების შეტევის შემდეგ საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენის მუშაობა შეაჩერა
ერაყის ტერიტორიიდან განხორციელებული დრონების შეტევის შემდეგ საუდის არაბეთში მუშაობა შეაჩერა საკვანძო ნავთობსადენმა, რომლის გავლითაც სამეფოს ექსპორტზე გაჰქონდა თავისი ნავთობი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით.
ვითარების არსი: საუბარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენზე, რომლის გავლითაც ყოველდღიურად გლობალური ნავთობის ვაჭრობის 5% მოძრაობდა.
- საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ ნავთობსადენის მუშაობა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეაჩერეს, თუმცა უახლეს სატელიტურ ფოტოებზე ჩანს ხანძარი ნავთობსადენის რამდენიმე გამანაწილებელი სადგურის მახლობლად.
ჩაშლილად: მოვლენები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მასშტაბური იერიშის ფონზე მიმდინარეობს - წითელი ზღვის სანაპიროზე იემენურმა დაჯგუფებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლება და პორტი დაიკავა, რაც ეფექტურ კონტროლს აძლევს ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე.
- აღმოსავლეთ-დასავლეთის 1200-კილომეტრიანი ნავთობსადენი ერთმანეთთან აკავშირებს აბქაიქის ნავთობ ველებს იანბუს პორტთან და სამეფოს ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ გზას წარმოადგენს.
კონტექსტი: საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის დაპირისპირება ივლისში განახლდა, როდესაც სამეფოს ავიციამ დარტყმა მიიტანა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი დედაქალაქის აეროპორტზე, როდესაც იქ ირანული თვითმფრინავი ცდილობდა დაჯდომას.
- ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელზეც ჰუსიტებმა ეფექტური კონტროლი დაამყარეს მსოფლიოს ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო არტერიაა, მისი გავლით ყოველდღიურად გლობალური ნავთობის ექსპორტის 7% მოძრაობს.