30 მაისი: დღის 5 მთავარი ამბავი ფრონტის ხაზიდან

 

ბრძოლა აღმოსავლეთ დონბასისთვის ხურდება, უკრაინის ჯარი კი ამბობს, რომ რუსები ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში მათი სამხედროების ალყაში მოქცევას ცდილობენ.

ხუთი მთავარი ამბავი უკრაინის ფრონტიდან:

  • დონბასი „პრიორიტეტია“: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, „დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების გათავისუფლება“ მოსკოვისათვის „აბსოლუტური პრიორიტეტია“. ფრანგულ TFI-სთან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ ეს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციამ უკვე სცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. „რა თქმა უნდა, ჩვენი აშკარა მიზანია, უკრაინული არმია და ბატალიონები დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებიდან გავაძევოთ“, - თქვა მან.

  • რუსეთი სევეროდონეცკს თავს დაესხა: რუსეთის ჯარი აცხადებს, რომ უკრაინის ჩრდილოეთით, სუმისა და ჩერნიჰოვის რეგიონებში რუსული დაბომბვები გაგრძელდა. „მტრის მთავარი მიზანია, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის არეალში ჩვენი ჯარები ალყაში მოაქციოს და მთავარი ლოჯისტიკური მარშრუტები ჩაგვიხერგოს“, -  ამბობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში. ამასთან, მათი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ „ქალაქ სევეროდონეცკის ჩრდილოეთით დამკვიდრნენ და ქალაქის ცენტრის მიმართულებით თავდასხმით ოპერაციებს ახორციელებენ“.

  • წუხილი აზოვსტალის ტყვეებზე: აზოვსტალის თავდაცვისას შეპყრობილი უკრაინელი ჯარისკაცების ორმა ცოლმა და მეგობარმა გოგომ CNN-ს უთხრა, რომ მათი ქმრების შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მარიუპოლი, ალყაშემორტყმული უკრაინული საპორტო ქალაქი ამ თვის დასაწყისში მთლიანად გადავიდა რუსების კონტროლის ხელში და ქარხანაც ჩაბარდა. ამჟამად უცნობია, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს რუსებმა, თუმცა რუსული ჯარი ამტკიცებს, რომ 2000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩაბარდა. რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდამ აზოვსტალის დამცველები „ნაცისტებად“ შერაცხა, რაც სერიოზულ წუხილს აჩენს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეპყრობოდნენ მათ ტყვეობაში.

  • ზელენსკი ხარკოვში: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ჯარის „ფრონტის ხაზის პოზიციებს“ ესტუმრა და კვირას ხარკოვის რეგიონში სტუმრობისას ჯარისკაცებს შეხვდა. „მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. თქვენ რისკავთ თქვენს სიცოცხლეს ყველა ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოსათვის. გმადლობთ უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვისთვის. თავს გაუფრთხილდით“, - თქვა მან. ვიზიტისას ზელენსკი ოპერაციის უახლეს ამბებს გაეცნო და ქალაქის განადგურებულ ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ შენობებს ეწვია. ზელენსკიმ აქო ხარკოვის ხელმძღვანელობა თუმცა თქვა, რომ რეგიონული უშიშროების სამსახურის უფროსი დაითხოვა, რადგან ის „არ მუშაობდა ქალაქის დასაცავად სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა“.

  • უკრაინული კონტრშეტევა: უკრაინული ჯარი ამბობს, რომ ქვეყნის სამხრეთით რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ამტკიცებენ, რომ ხერსონის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. სერჰიი ჰლანი, ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატი, ამბობს, რომ უკრაინულმა ძალბმა „გააგრძელეს თავდასხმითი ოპერაცია და მტერი ბერისლავის ოლქში 9 კმ-თი უკრან დახიეს“. ჰლანის მტკიცებით, უკრაინულმა ჯარებმა „მტრის ჯგუფი ორად გახლიჩეს და დავიდივ ბრიდში მტრის ჯგუფი ალყაში მოაქციეს“.

მასალა გამოაქვეყნა CNN-მა.

მსგავსი სიახლეები