40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას განიხილავს

უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ორმოცზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განხილვის თემა იქნება შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიაში აშშ-ს რამშტაინის ბაზა მასპინძლობს.

აშშ- გენშტაბის თავჯდომარე მარკ მილი აცხადებს, რომ შეხვედრის მთავარი ამოცანა  თავდაცვის სფეროშიკიევისთვის გაწეული დახმარების “კოორდინაცია და სინქრონიზაცია” იქნება.

“[ომის] შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უკრაინას მუდმივიმხარდაჭერა სჭირდება, რათა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს”,- აცხადებს ამერიკელი გენერალი.

24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონმა კიევს სულ 3,7 მილიარდდოლარზე მეტის ღირებულების შეიარაღება და სხვა სახის აღჭურვილობა მიაწოდა - მათ შორის “ჰაუბიცები” და ე.წ. კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები.

უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება იყო კვირას კიევში ამერიკისოფიციალური დელეგაციის ვიზიტის მთავარი თემაც, რომელსაც სახელმწიფო მდივანიბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობდნენ.

გუშინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის საბრძოლოპოტენციალი მნიშვნელოვნადაა დასუსტებული და ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 15 000-ს აჭარბებს.

მიუხედავად ამისა, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს დონბასის რეგიონში უკრაინაზე სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა კვლავ აქვს და კიევისთვის დახმარების გაზრდაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები