ამერიკა ისრაელს 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიჰყიდის
ორშაბათს ბაიდენის ადმინისტრაცია დაეთანხმა ისრაელისთვის 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას.
შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ კონგრესს რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. კონტრაქტის ნაწილია მაღალი სიზუსტის რაკეტების და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება.
დეტალური ინფორმაცია, რა ტიპის შეიარაღებას მიიღებს ისრაელი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ჰამასის მიერ ქვეყნის მასირებულ დაბომბვას და გაუარესებულ უსაფრთხოების ვითარებას მოჰყვა.