ამერიკელი სენატორები ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინას ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრის მიზანი რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, უკრაინისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებაა.
სენატორების დელეგაციაში არიან: რობ პორტმანი, ჯინ შაჰინი, კრის მერფი, კევინ კრამერი, ემი კლობუჩარი, როჯერ ვიკერი და რიჩარდ ბლუმენტალი.
"გავმართავთ შეხვედრებს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ამერიკის ერთგულება უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთისგან მომავალი მზარდი საფრთხის წინაშეა." - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
ხუთშაბათს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რომელსაც შემდეგ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყებად გამოიყენებს.
ორშაბათს კი უკრაინამ განაცხადა, რომ სამთავრობო საიტებზე რუსეთიდან კიბერ-შეტევა განხორციელდა.