ამერიკელთა 62% ემხრობა უკრაინის სამხედრო დახმარებას - Harvard CAPS-ის კვლევა

ამერიკელთა დამაჯერებელი უმრავლესობა, მათ შორის ორივე პარტიის ამომრჩევლები მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება. 

State Of Play: ამის შესახებ HARVARD CAPS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ხდება ცნობილი. გამოკითხვა ონლაინ მეთოდით 14-15 მაისს ჩატარდა, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 1903 სრულწლოვანი ამერიკელი. 

  • უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 62%

  • დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებში ამ მიდგომის მომხრეთა რიცხვი 71%-ია, ხოლო რესპუბლიკელების მომხრეებში 59%. 

  • ამასთანავე გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობებზე წავა კიევმა ვაშინგტონისგან უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიები უნდა მიიღოს - ამ შეხედულებას ორივე პარტიის ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. 

Big Picture: კვლევის ორგანიზატორები დაინტესედნენ, თუ როგორ აფასებენ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის ომის დასრულების შანსებს - კვლევის მიხედვით ამერიკელთა 58% სკეპტიკურად აფასებს ტრამპის წარმატების შანსს. 

  • ამასთანავე ამერიკელთა დამაჯერებელ უმრავლესობას (66%) მიაჩნია, რომ პუტინი სინამდვილეში არ არის დაინტერესებული მშვიდობით და უბრალოდ თავს იკატუნებს. 

  • პარალელურად ამერიკელთა უმრავლესობა (62%) მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჭეშმარიტად დაინტესებულია ომის დასრულებით და მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. 

Сontext: გამოკითხულთა 59%-ის შეფასებით დონალდ ტრამპი არასაკმარისად ხისტია ვლადიმირ პუტინთაან მიმართებაში - დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებში ამ შეხედულებას 75% იზიარებს, ხოლო რესპუბლიკელებში 49%. 

  • ამომრჩეველთა 50% ამბობს, რომ უკმაყოფილოა ან გარკვეულწილად უკმაყოფილოა ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის საკითხზე მუშაობით. მეტნაკლებად კმაყოფილია გამოკითხულთა 32% და 18% ძალიან კმაყოფილია. 

Go Deeper: Axios: ტრამპმა ახალი სანქციების დაწესება პუტინთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა

 

მსგავსი სიახლეები