ARD: ამ კვირაში ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ევროკავშირი მიმდინარე კვირაში ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
ინფორმაციას ARD ევროკავშირის "მაღალჩინოსან წარმომადგენელზე" დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ევროკავშირი სანქციებს ორშაბათს ან სამშაბათს წარადგენს.
სანქციები შეეხება ექსპორტზე გასულ საქონელს, ბელარუსის ცენტრალურ ბანკსა და ოლიგარქებს.
ამასთან, განიხილება ბელარუსის ბანკების SWIFT-იდან გათიშვაც.