არგენტინა BRICS-ს არ შეუერთდება

არგენტინა BRICS-ის განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს არ შეუერთდება. ამის შესახებ არგენტინის მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

"ჩვენ არ შევუერთდებით BRICS-ს," - თქვა დიანა მონდინომ, რომელიც პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება.

არგენტინა იყო ერთ-ერთია იმ ექვსი ქვეყნიდან, რომლებიც აგვისტოში იოჰანესბურგში, ყოველწლიურ სამიტზე, ბლოკში მიიწვიეს.

სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ორგანიზაციაში 2024 წლის 1 იანვრიდან ეგვიპტესთან, ეთიოპიათან, ირანთან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად უნდა შესულიყო.

ბლოკში გაწევრიანების მიწვევის მიღების შემდეგ, არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ეს არის "დიდი შესაძლებლობა."

"ეს არის შესაძლებლობა ახალ ბაზრებზე გასვლისთვის, არსებული ბაზრების კონსოლიდაციისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და იმპორტის გაზრდის შესაძლებლობებისთვის," - თქვა მან.

მაგრამ ახალმა პრეზიდენტმა მილეიმ პირობა დადო, რომ დრამატულად შეცვლის არგენტინის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის მის ურთიერთობას ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან - და BRICS-ის დამფუძნებელ ქვეყნებთან - ბრაზილიასა და ჩინეთთან.

მან ბრაზილიის ლიდერს ლუის ინასიო ლულა და სილვას "გაბრაზებული კომუნისტი" უწოდა და მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი, მის მთავრობას კი "მკვლელი" უწოდა.

"მე არ ვაპირებ კომუნისტებთან ურთიერთობას," - თქვა მან აგვისტოში.

მსგავსი სიახლეები