დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:37 | 27 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა - ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გერმანიისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრაა. 

ვითარების არსი: შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. 

  • იოჰან ვადეპულის თქმით, ლავროვთ "ინტენსიური საუბარი" ჰქონდა, რომელშიც გააფრთხილა თავი შეიკავონ ესკალაციისგან - მთავარი თემა ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი, ასაფათქებლით დატვირთული რუსული დრონი იყო.

  • მათ გადავეცით მკაფიო გაფრთხილება. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი, ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და საჭიროების შემთხვევაში ასეც მოვიქცევით"- თქვა ვადეპულმა. 

ჩაშლილად: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ლავროვს უკრაინაში დე-ესკალაციის შანსსაც მისცა, თუმცა ეს უშედეგო იყო. 

  • "ასევე მკაფიოდ ვთქვი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, უკრაინას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს და რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას გავაგრძელებთ. მე მათ მოვუწოდე მოემზადონ მოლაპარაკებებისთვის." 

  • რუსეთის საგარეო უწყების პრეს-რელიზშია ნათქვამია, რომ შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ საჯაროდ ცნობილი პოზიციები გააჟღერა. 

კონტექსტი: მსგავსი ბოლო შეხვედრა 2022 წლის იანვარში გაიმართა, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი რუსეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე