დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:55 | 27 სექტემბერი, 2026 — ჰამასი

"ჰამასის" ლიდერის ყოფილმა მცველმა ბრიტანეთში თავშესაფარი მიიღო - The London Times

"ჰამასის" მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ყოფილმა პირადმა მცველმა ბრიტანეთში თავშესაფარი და მოქალაქეობა მიიღო, სანამ გასულ წელს ევროპაში ებრაელებისა და ისრაელთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ამხელდნენ.

ვითარების არსი: გამოცემა The London Times-მა კვირას გაასაჯაროა ინფორმაცია ჰანიეს ყოფილი მცველისთვის გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მინიჭების შესახებ.

  • გამოემის ცნობით, ის ჰანიეს დაცვის გუნდს მას შემდეგ შეუერთდა, რაც "ჰამასმა" პალესტინის 2006 წლის საკანონმდებლო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჰანიე ხანმოკლე დროით პალესტინის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • ყოფილმა მცველმა ღაზის სექტორი საბოლოოდ 2012 წელს დატოვა, მოგვიანებით კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც იგი "ჰამასის" იმ რამდენიმე წევრს შორის აღმოჩნდა, რომელთაც გასულ ათწლეულში თავშესაფარი ეგვიპტის მხრიდან დევნის მოტივით მიენიჭათ.

სტრიქონებს შორის: როგორც გაზეთი აღნიშნავს, იმ პერიოდში ბრიტანეთს ტერორისტულ ორგანიზაციად მხოლოდ "ჰამასის" სამხედრო ფრთა ჰყავდა გამოცხადებული, ხოლო პოლიტიკური ფრთა, რომელსაც ჰანიე ხელმძღვანელობდა, გაერთიანებულ სამეფოში 2021 წლამდე აკრძალული არ იყო.

  • ჰანიეს ყოფილმა მცველმა საბოლოოდ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა მიიღო და ინგლისის ერთ-ერთი დიდი ქალაქის გარეუბანში IT კონსულტანტად მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კავშირები "ჰამასთან" საჯაროდ ცნობილი იყო.
  • როდესაც მან ევროპაში "ჰამასის" სხვა ტერორისტებთან ერთად ებრაულ და ისრაელის ობიექტებზე თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო, ის ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურების პრიორიტეტულ სამიზნეს არ წარმოადგენდა.

ჩაშლილად: გამოცემამ ის როგორც "ბატონი X" (Mr. X) მოიხსენია და ხაზი გაუსვა ბრიტანული სასამართლოს განჩინებას, რომელიც მისი ვინაობის საიდუმლოდ შენახვას ითხოვს, რათა ზიანი არ მიადგეს მის წინააღმდეგ მიმდინარე ცალკეულ სისხლის სამართლის პროცესს.

  • მიუხედავად ამისა, The Times-მა "ბატონი X"-ის შესახებ დეტალები გამოაქვეყნეს - მათ შორის ის, რომ იგი 40-ზე მეტი წლისაა.
  • შარშან ის ტერაქტის დაგეგმვის გამო ლონდონში დააკავეს. მან წინასწარ ჩაწერა ვიდეო ტერაქტის დაგეგმვის შესახებ და გერმანიაში ექსტრადიციას ელოდება ამავე ტერაქტის დაგეგმვის თანამწონაწილე ვენაში სამალავში იარაღის შეტანის ბრალდებით.
  • Mr. X გერმანიის სასამართლო დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც მოჰამედ ა. გერმანულმა გაზეთმა Die Welt-მა დაწერა, რომ ის "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრის, ბასემ ნაიმის შვილია.
  • გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ მოჰამედ ა. ლონდონში გერმანული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავეს და იგი გასულ წელს დაგეგმილი ტერორისტული შეთქმულების მთავარი ორგანიზატორი იყო.

დიდი სურათი: "მოსადმა" ნოემბერში მოჰამედ ნაიმი დაასახელა ვენაში ამოღებული იარაღის მფლობელად; აღნიშნული იარაღი იმ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ამოიღეს, რომელმაც გერმანიაში ებრაულ და ისრაელის ინსტიტუტებზე თავდასხმის გეგმა გამოავლინა.

  • სავარაუდოდ, ნაიმი დაეხმარა იარაღის მოპოვებაში "ჰამასის" სამ სავარაუდო ტერორისტს, რომლებიც ბერლინში 2023 წლის 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმის მეორე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე დააკავეს.
  • "მოსადის" ცნობით, ნაიმი მამას კატარში 2025 წლის სექტემბერში შეხვდა - თავდასხმის მეორე წლისთავამდე ერთი თვით ადრე, რაც მიუთითებს "ჰამასის" ხელმძღვანელობის სავარაუდო მონაწილეობაზე ევროპაში ტერორისტული საქმიანობის ავტორიზაციასა და მართვაში.
  • "მოსადის" ცნობით, თავდასხმის დაგეგმვაში შესაძლოა თურქეთში მყოფი "ჰამასის" წევრებიც იყვნენ ჩართულნი.  
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე