დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:05 | 27 სექტემბერი, 2026

ტრამპმა უარი თქვა ირანის შეთავაზებაზე მოეხსნა საზღვაო ბლოკადა ჰორმუზის გახსნის სანაცვლოდ

დონალდ ტრამპმა უარი თქვა ირანის შეთავაზებაზე მოეხსნა საზღვაო ბლოკადა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სანაცვლოდ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ თავად ამერიკელემა პრეზიდენტმა განაცხადა - შეთავაზება ამერიკულ მხარეს გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გადასცეს. 

  • "მათ გაგვიკეთეს შემოთავაზება, მე მასზე უარი ვთქვი"- თქვა დონალდ ტრამპმა. 

  • კატარი და სხვა მედიატორები კვლავ ცდილობენ მხარეთა პოზიციების დაახლოებას, თუმცა მათ შორის კვლავ დიდი სხვაობებია - ირანის მთავარი პრიორიტეტი ჰორმუზის სრუტე და საზღვაო ბლოკადის მოხსნაა, ხოლო ვაშინგტონის პრიორიტეტი ბირთვული პროგრამაა. 

ჩაშლილად: გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, შუამავლების გავლით ირანთან "კონსტრუქციული" მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. 

  • არაპირდაპირი მოლაპარაკებები გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაიმართა ამერიკელი პრეზიდენტის წარმომადგენლებს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორისაც - სწორედ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში გააჟღერა ირანულმა მხარემ ახალი წინადადება. 

  • ამერიკული მხარის პოზიციაა, რომ ირანი ვეღარ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და შესაბამისად ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკონტროლოა. 

კონტექსტი: გასული კვირების განმავლობაში ამერიკული ფლოტის ესკორტის პირობებში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრაფიკი საგრძნობლად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ტანკერი კვეთს - ომამდელი მაჩვენებლის დაახლოებით 30%. 



ასევე ნახე