არქეოლოგებმა ეგვიპტეში 3,000 წლოვანი “ოქროს ქალაქი” აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ეგვიპტეში 3,000 წლოვანი “დაკარგული ოქროს ქალაქი” აღმოაჩინეს. ეს არის ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც აქამდე ქვეყანაში აღმოუჩენიათ.
“ეგვიპტურმა მისიამ დოქტორი ზაჰი ჰავასის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ქალაქი, რომელიც ქვიშაში იყო დაკარგული,” - განაცხადა CBS News-თან ინტერვიუში არქეოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელმა.
“ქალაქი არის 3,000 წლის, თარიღდება ამენჰოტეპ III-ის მმართველობის პერიოდით და გრძელდება ტუტანჰამონის ეპოქით.”
ბეტსი ბრაიანმა, მისიის წევრმა და ეგვიპტოლოგიის პროფესორმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელობით მეორე აღმოჩენა ტუტანხამონის აკლდამის შემდეგ.
“რაც მათ აღმოაჩინეს, იყო დიდი ქალაქი, კარგ მდგომარეობაში, თითქმის სრულყოფილი კედლებით და ოთახებით, სადაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ნივთები იყო”, - ნათქვამია განცხადებაში.
აღმოჩენილ ნივთებში იყო სამკაულები, ჭურჭელი, ამულეტები და ამენჰოტეპ III-ის ბეჭდები.
ქალაქი “მოგვცემს იშვიათ შანსს დავინახოთ ძველი ეგვიპტელების ცხოვრება იმ დროს, როდესაც იმპერია ყველაზე მდიდარი იყო”, - თქვა ბრაიანმა.