ღაზაში ეგვიპტემ ჰუმანიტარული დახმარების 80 სატვირთო მანქანა გაგზავნა

12 დეკემბერს, ეგვიპტემ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 80 სატვირთო მანქანის კოლონა გაგზავნა. კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გადალახვის შემდეგ, ავტომობილმებს ღაზას სექტორში ისრაელი ინსპექციას ჩაუტარებს.

კიდევ 100 სატვირთო მანქანა ნიცანას სასაზღვრო პუნქტში გაიგზავნა, რომელიც ღაზაში შესვლამდე მთელ საერთაშორისო დახმარებას ამუშავებს.

ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის პირდაპირი მიმოსვლა არ აღდგება, მაგრამ კერემ შალომის გადასასვლელს სატვირთო მანქანების შესამოწმებლად გამოყენებენ, სანამ ისინი რაფაში შევლენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, კერემ შალომის პუნქტის გახსნით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა გაორაგდება.

"დღეს ჩვენ შევამოწმეთ სატვირთო მანქანების პირველი პარტია კერემ შალომში, სანამ ისინი რაფას გადასასვლელთან მივიდოდნენ," - აღნიშნა ისრაელის მთავრობის სპიკერმა ეილონ ლევიმ.

მსგავსი სიახლეები