აშშ-ის საელჩო: ივანიშვილმა იცის, ვის ხელშია მისი ფული

საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს "Credit Suisse"-ის საქმესთან დაკავშირებით ილუსტრაციით ეხმაურება და ქართველებს რუკაზე უხსნის, სად უნდა მოიკითხოს ივანიშვილმა მისი მილიონები.

როგორც აშშ-ს საელჩო მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, "ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოს ხელშია და არა - ამერიკის". 

გუშინ, 30 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მოსალოდნელი ფინანსური სანქციების შესახებ უპასუხა, რომ "დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს".

მსგავსი სიახლეები