აშშ-ის საჰაერო ძალებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინეთის ზონდი ჩამოაგდეს
რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს საჰაერო ძალებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური ზონდი ჩამოაგდეს.
კონტექსტი
ჯო ბაიდენი თავიდანვე ჩინური ზონდის ჩამოგდებისკენ იხრებოდა, თუმცა ეს პენტაგონის რეკომენდაციის შედეგად გადაიფიქრა - სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ზონდის ნამსხვრევები მიწაზე მოქალაქეებს დააზიანებდა.
სწორედ ამ სათვალთვალო მფრინავი ბუშტის გამო გადადო ვიზიტი სახალხო რესპუბლიკაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა მომხდარს უპისუხისმგებლო საქციელი უწოდა.
ამერიკული მხარის ცნობით, ჩინური აეროსტატმა, რომელიც პირველ თებერვალს აღმოაჩინეს ჯერ ალიასკის და კანადის თავზე გაიარა, ხოლო შემდეგ შტატ მონტანას თავზე გაჩერდა. ამ შტატში აშშ-ს სტრატეგიული შეიარაღების არაერთი ობიქტია განლაგებული.
ჩინეთის რეაქცია
ჩინეთი დიდხანს უარყოფდა აეროსტატის ამბავს, თუმცა საბოლოოდ 3 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ზონდი სწორედ მათ ეკუთვნით.
უწყებაში მომხდარი იმით განმარტეს, რომ აეროსტატი სამოქალაქო დანიშნულებისაა, ხოლო აშშ-ს საჰაერო სივრცეში უნებურად "დასავლეთიდან წამოსული ქარის გამო აღმოჩნდა."
პენტაგონის წარმომადგენლის, პატრის რეიდერის თქმით, ზონდი ამერიკელმა სამხედროებმა დროულად შეამჩნიეს და მიიღეს საჭირო ზომები კონფედენციალობის შესანარჩუნებლად.
დღევანდელ განცხადებაში სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთს არასდროს დაურღვევია სხვა სახელმწიფოების სუვერინიტეტი და ამერიკულ მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.