აშშ კვლავ უარს ამბობს ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემაზე - WP

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უარს ამბობს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გადაცემაზე.

ამ ტიპის რაკეტების გადაცემას უკრაინა და ამერიკელი კანონმდებელბის ნაწილი დიდი ხანია ითხოვენ.

ამ ინფორმაციას The Washington Post ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პენტაგონისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა და ამ საკითხის არსებითი განხილვა არ ყოფილა.

პენტაგონს მიაჩნია, რომ უკრაინას უფრო აქტუალური საჭიროებები აქვს. სააგენტო ასევე შიშობს, რომ უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების გაგზავნა სერიოზულად შეარყევს აშშ-ის მზადყოფნას პოტენციური კონფლიქტებისთვის.

ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის არსენალში ATACMS-ების ფიქსირებული რაოდენობა უნდა დარჩეს მანამ, სანამ ისინი არ ჩანაცვლდება შემდეგი თაობის, უფრო შორ მანძილზე მოქმედი PrSM-ის რაკეტებით. მათ შეიარაღებაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ.

გამოცემა იუწყება, რომ Lockheed Martin ყოველწლიურად 500 ATACMS-ს აწარმოებს, მაგრამ ისინი სხვა ქვეყნებში გასაყიდად მზადდება.

მსგავსი სიახლეები