აშშ-მ და თალიბანმა დოჰაში მოლაპარაკებები განაახლეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებები განაახლა თალიბანის დოჰაში მდებარე ე. წ. „პოლიტიკურ ოფისთან“, წერს სააგენტო „როიტერსი“.
მოლაპარაკებების რაუნდი პირველია მას შემდეგ, რაც აგვისტოში ავღანეთი აშშ-ს უკანასკნელმა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა.
მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, მოლაპარაკებები იყო „გულწრფელი და პროფესიონალური“ და ავღანეთისთვის მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხებოდა, მათ შორის ტერორიზმს, რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე ქალთა და გოგონათა უფლებებს.
აშშ-მ ავღანელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვა.
„ალ-ჯაზირას“ ცნობით, თალიბებმა აშშ-ს დელეგაციას ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებზე წვდომის აღდგენა მოსთხოვეს.
ცხრა მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები, რომლებიც ამერიკულ ანგარიშებში ინახებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციამ თალიბანის ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაყინა.
ვრცლად თალიბანის აღმასვლის შესახებ: