აშშ-მა უკრაინისთვის $375 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. პრესრელიზი პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე ოთხშაბათს, 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა მიიღებს საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, 105 მმ და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ის პორტატულ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ჯავშანტექნიკას, საპატრულო კატარღებს, თვითმავალი ხიდებს, ასევე საბრძოლო მასალას და სათადარიგო ნაწილებს ადრე გადაცემული იარაღისთვის.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ცალკე პუნქტი არის "ჰაერი-მიწა საბრძოლო მასალა." Reuters-ის ცნობით, საუბარია მაღალი სიზუსტის ავიაბომბებზე AGM-154 Joint Standoff Weapon (JSOW).
ეს უკრაინისთვის ასეთი იარაღის მიწოდების პირველი შემთხვევაა. JSOW-ებს სამიზნეების განადგურება 130 კმ-მდე მანძილზე შეუძლიათ და მათი გაშვება შესაძლებელია F-16-ის გამანადგურებლებიდან, რომლებიც უკრაინამ უკვე მიიღო.
ისრაელელი სამხედრო ექსპერტი იგალ ლევინი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პენტაგონის პრესრელიზში ტრადიციული ბოლო სტრიქონები შეიცვალა. თუ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ადრე წერდა, რომ მუშაობდა "უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ბრძოლის ველზე და რუსული აგრესიისგან დასაცავად," 25 სექტემბრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საუბარია "უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რთა მან მოიგოს ომი."
ამასთანავე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გადაუდებელ მოლაპარაკებებს აწარმოებს კონგრესთან, რათა დაუშვას უკრაინისთვის 5.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდება აშშ-ის ფისკალური წლის დასრულებამდე, 30 სექტემბერს. თეთრმა სახლმა, სავარაუდოდ, შესაბამისი მოთხოვნით ადრეც მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ დეტალები პაკეტის შესაძლო შინაარსის შესახებ არ გასაჯაროვებულა.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ 26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ლიდერის ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტიკამალა ჰარისის შეხვედრის ფონზე, თეთრი სახლი კიევისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2.4 მილიარდი დოლარი იქნება. დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს შესყიდვებს უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს შეიძინოს იარაღი ამერიკული კომპანიებისგან.
თუ ორივე ინიციატივა მიიღებს მხარდაჭერას, პაკეტების ჯამური მოცულობა $8 მილიარდი იქნება.