აშშ-ს სამხედრო ფლოტს პირველად უხელმძღვანელებს ქალი

ჯო ბაიდენმა სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის თანამდებობაზე ადმირალი, ლიზა ფრანჩეტი წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში ფრანჩეტი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება. გარდა ამისა ფრანჩეტი გახდება მეთაურების გაერთიანებული შტაბის პირველი ქალი წევრიც. 

Reuters-ის ცნობით, ბაიდენის გადაწყვეტილება ფრანჩეტის წარდგენის შესახებ მოულოდნელი იყო - პენტაგონში ბევრი ვარაუდობდა, რომ ფლოტის მეთაურად წყნარ ოკეანის ფლოტის მოქმედი მეთაური ადმირალი პაპარო დაინიშნებოდა. 

ფრანჩეტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი 4-ვარსკვლავიანი ქალი ადმირალია. ფრანჩეტი აშშ-ს ფლოტში 1985 წლიდან მსახურობს. წარსულში იყო ამერიკული ფლოტის მეთაური სამხრეთ კორეაში. ამ დროისთვის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს. 

"თავისი კარიერის განმავლობაში ადმირალმა ფრანჩეტიმ გამოავლინა დიდი გამოცდილება როგორც ოპერატიულ, ასევე პოლიტიკურ სფეროში",- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა მისი კანდიდატურის წარდგენისას. 

 

მსგავსი სიახლეები