აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანი: უკრაინა HIMARS-ის სისტემებს წარმატებით იყენებს

"უკრაინელები ახერხებენ, ფრთხილად შეარჩიონ სამიზნეები, რაც სისტემურად ძირს გამოუთხრის რუსეთის მცდელობებს, განსხვავებით იმისგან, რასაც ახლო მოქმედების საარტილერიო სისტემებით შეძლებდნენ", - ამბობს CNN-თან აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანი, რომელიც აკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს.

მისი თქმით, უკრაინელები წარმატებით ახერხებენ, სისტემებით რუსების შტაბებს დაუმიზნონ და ბრძოლის ველზე მათი შესაძლებლობები დააკნინონ.

CNN-ის ცნობით, თავდაცვის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უკრაინელებმა HIMARS-ის გამოყენება ახლახანს დაიწყეს, თუმცა ახლახანს დასრულებული მოკლე წვრთნის შედეგად, ახერხებენ, რომ სარაკეტო სისტემა ეფექტურად მართონ.

ამ ეტაპზე უკრაინამ HIMARS-ის ოთხი სისტემა მიიღო და კიდევ ოთხს ელოდება.

მსგავსი სიახლეები