აშშ უკრაინას $1.3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

19 ივლისს პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 1.3 მილიარდ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

დახმარების პაკეტში შედის:

  • ოთხი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და მათი საბრძოლო მასალა;
  • 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
  • განაღმვის აღჭურვილობა;
  • ოპტიკურად მართვადი რაკეტები (TOW);
  • უპილოტო საფრენი აპარატები Phoenix Ghost და Switchblade;
  • ზუსტი მართვადი საავიაციო რაკეტები;
  • დრონებთან დაპირისპირების და ელექტრონული ომის საშუალებები;
  • 150 საწვავის მანქანა;
  • ტექნიკის ბუქსირებისა და ტრანსპორტირების 115 ტაქტიკური მანქანა;
  • ტექნიკის აღდგენის 50 ტაქტიკური მანქანა;
  • პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობა;
  • უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;
  • წვრთნების და ტექნიკური ღონისძიებების მხარდაჭერა.

"აშშ გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინა ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებელი და გრძელვადიანი მოთხოვნილებებით აღჭურვილი იყოს." - თქვა პენტაგონმა.

CNN-მა აღნიშნა, ეს პაკეტი ექვემდებარება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას (USAI), რომელიც არის უკრაინის დასახმარებლად შეერთებული შტატების გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი. იმ დახმარებისგან განსხვავებით, რომლებიც უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოდის და მათი მიწოდება შედარებით სწრაფად არის შესაძლებელი, USAI-ის ფარგლებში გამოცხადებული დახმარება არის კომპანიებთან კონტრაქტი, პროცესი, რომელსაც შეიძლება თვეები ან მეტიც დასჭირდეს.

მსგავსი სიახლეები