ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი
ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაცია, რომელის 12 საათი გრძელდებოდა წარუმატებელი აღმოჩნდა - ვერტმფრენში მყოფი 8 ადამიანი დაღუპულია.
მათ შორის, ირანის პრეზიდენტი ებაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამინ აბდოლაჰიანი. ასევე ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი, მალიქ რაჰმეტი და თავრიზის აიათოლა, ალი ხაშიმი.
შემთხვევა ირანის ჩრდილო-დასავლეთის მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად მოხდა. ირანული დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდება სადაც ილჰამ ალიევთან ერთად მდინარე არაქსზე ახალი დამბა გახსნეს.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაშველო ოპერაციას ხელს უშლიდა რთული მეტეოროლოგიური პირობები. სამაშველო ოპერაცია, მათ შორის დრონების გამოყენებით 12 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ირანული წყაროების მონაცემებით, პრეზიდენტ რაისის კოლონაში სულ 3 ვერტმფრენი იყო და 2 მათგანი წარმატებით დაბრუნდა ირანის ტერიტორიაზე.