ავსტრიის კანცლერს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ის ტვიტერზე ავრცელებს.

ნეჰამერი ვაქცინის სამი დოზით არის აცრილი და სიმპტომები არ აქვს. მისი თქმით, ვირუსი დაცვის სამსახურის თანამშრომლისგან გადაედო.

"თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი მოწოდება ძალაშია: აიცერით, გაიკეთეთ ბუსტერი და ეს დაგიცავთ ვირუსის გართულებისგან." - ვკითხულობთ კანცლერის განცხადებაში.

ნეჰამერი ავსტრიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა. ის გეგმავს, რომ ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

 

მსგავსი სიახლეები