ბაიდენი: ამერიკა ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 11 მილიარდით დაეხმარება
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ 11 მილიარდი დოლარით დაეხმარება ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დასაპირისპირებლად.
ბაიდენს არ დაუკონკრეტებია როგორ გაიზრდება 11 მილაირდამდე კონგრესის მიერ მიღებული 5.7 მილიარდ დოლარიანი პროგრამა.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც კლიმატის ცვლილებამ ყველაზე მეტად დაარტყა და მათ მწირი რესურსები აქვთ ამ მიმართულებით პრობლემების გადასაჭრელად," - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მდიდარმა ქვეყნებმა ჯამში 100 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯონ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად.
წინა კვირაში გაერომ განაცხადა, რომ ამ გეგმით ემისიების შემცირების შემთხვევაშიც კი 2100 წელს მსოფლიოში ტემპერატურა 2.7 გრადუსით გაიზრდება.
2022 წელს ამერიკის კონგრეში უმრავლესობა შესაძლოა რესპუბლიკელებმა მოიპოვონ, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დასაპირისპირებლად მილიარდობით დოლარის ხარჯვას ტრადიციულად მხარს არ უჭერენ.