ბაიდენი: ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები შენელებული მოქმედების ნაღმია
ჯო ბაიდენის თქმით, შიდა ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების გამო ჩინეთი შენელებული მოქმედების ნაღმია.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იუტაში გამართული დონორების შეხვედრაზე განაცხადა.
ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ჩინეთში ახალგაზრდებში მაღალ უმუშევრობას, ეკონომიკური ზრდის ვარდნას და დემოგრაფიულ დაბერებას.
"მათ პრობლემები აქვთ და ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ მმართველებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ რაღაცებს აკეთებენ",- განაცხადა ბაიდენმა.
გასული თვის მონაცემებით ჩინეთის ეკონომიკა დეფლაციის ფაზაში შევიდა, რაც მოსალოდნელზე ბევრად უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს. არაერთი ეკონომისტის აზრით ჩინეთი შესაძლოა გაცილებით უფრო მოკრძალებული ეკონომიკური ზრდის ერას უახლოვდებოდეს, რომლის მთავარი მახასიათებელიც კლებადი ფასები და შემოსვალები იქნება.
გასულ კვირას ჯო ბაიდენმა გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავს ამერიკულ ინვესტიციებს ჩინეთის მოწინავე და სენსიტიურ ტექნოლოგიურ სექტორებში.