ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან შეთანხმებისგან შორს ვართ

ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კვირას განაცხადა, რომ ამერიკა და ირანი ახლოს არ არიან შეთანხმების აღდგენასთან:

“ჯერ კიდევ არის დიდი დაშორებები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას და ეს არის სანქციების საკითხი. რომელი სანქციები უნდა მოხსნან აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა. უთანხმოება არის იმაზე, თუ რომელ შეზღუდვებს დათანხმდება ირანი მის ბირთვულ პროგრამაზე, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი.”

სალივანმა აღნიშნა, რომ ამერიკელი დიპლომატები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს პოზიციების დაახლოების მიზნით.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ირანთან შეთანხმება 2015 წელს გააფორმა. შეთანხმებას აშშ-ს გარდა ხელს აწერდნენ ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი. პრეზიდენტი ტრამპი ბირთვულ შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და გაპრეზიდენტების შემდეგ დატოვა, სხვა ქვეყნები კი დარჩნენ.

 

წყარო:

politico.eu

მსგავსი სიახლეები