ბაიდენის: უკვე ჩამოვყალიბდით როგორ ვუპასებთ იორდანიაში მომხდარ შეტევას

ჯო ბაიდენის თქმით, ადმინისტრაციამ უკვე გადაწყვიტა თუ როგორ უპასუხებს იორდანიაში აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორციელბულ დრონის თავდასხმას.

პრო-ირანული დაჯგუფებების მიერ 28 იანვარს განხორციელებულ შეტევას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 34 - ეს ღაზაში ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის პირველი შემთხვევაა. 

თავის მხრივ, ირანი შეტევაში მონაწილეობას უარყოფს. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა ჯო ბაიდენი დამნაშავედ ირანს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ირანი პასუხისმგებელია მომხდარზე რამდენადაც სწორედ ის ამარაგებს შეიარაღებით ამ დაჯგუფებებს. 

ბაიდენის თქმით, ადმინისტრაცია ჩამოყალიბებულია საპასუხო ზომებზე, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რაზეა საუბარი, თუმცა დასძინა - "არ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი ომი გვჭირდება."

კონტექსტი 

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ეტაპობრივი საპასუხო ზომების მიდგომა აირჩიოს. "არამხოლოდ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, არამედ დროში გაწელილი რამდენიმე სხვადასხვა მოქმედება",- განაცხადა კირბიმ. კირბის თქმით, პრიორიტეტი ამ საშიში დაჯგუფებების შესაძლებლობების დეგრადაცია იქნება. 

რეგიონის სპეციალისტების აზრით, ბაიდენის ადმინიტრაციას რამდენიმე ვარიანტი აქვს - მათ შორის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება. მათივე შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აშშ-მ დარტყმა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე მიიტანოს. 

წარსული დაძაბულობების დროს, როგორც წესი აშშ სამიზნედ სირიასა და ერაყში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ბაზებსა და მათ ლიდერებს ირჩევდა. 

Tower 22-ის სახელით ცნობილ სამხედრო ბაზას, რომელზეც 350 ამერიკელი სამხედროა განთავსებული დრონის თავს მაშინ დაესხა, როდესაც მისიიდან ამერიკული დრონი ბრუნდებოდა, რის გამოც ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემა გათიშული იყო. 

ღაზის სექტორში ომის განახლების შემდეგ რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავსახმების რაოდენობა 160-ს აღემატება. 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში დაძაბულობის რამდენიმე კერა გაღვივდა - უფრო მეტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები