ბაიდენმა "მწვანე შუქი აუნთო" უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე მომზადებას - პენტაგონი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების ამერიკულ F-16-is გამანადგურებელზე წვრთნა. პენტაგონმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესს დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ.

ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილე საბრინა სინგჰმა განაცხადა.

"მოგეხსენებათ, F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესს დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა "მწვანე შუქი აანთო," რათა დაუშვას და მხარი დაუჭიროს სასწავლო პროცესს." - თქვა მან.

1 კვირის წინ CNN წერდა, რომ ის აშშ-ის მთავრობას ჯერ ევროპელი პარტნიორებისგან არ მიუღია გამანადგურებელ F-16-ეზე უკრაინელი მფრინავების მომზადების საბოლოო გეგმა და, შესაბამისად, ვერ ადასტურებს საჭირო აღჭურვილობის გადაცემას. აშშ-მა უნდა დაამტკიცოს სიმულატორების, სასწავლო სახელმძღვანელოების და სხვა მასალების პილოტების მოსამზადებლად გადაცემა, მაგრამ ჯერჯერობით ადმინისტრაციას არ მიუღია საბოლოო სასწავლო გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ჯერ არაფერი აქვს ხელმოწერილი.

მაშინ პენტაგონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ფიქრობს ამერიკელი მფრინავების უკრაინელების მოსამზადებლად გაგზავნაზე, მაგრამ საბოლოო გეგმის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება.  

მსგავსი სიახლეები