ბანგლადეშის საწარმოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში საწარმოში გაჩენილმა ხანძარმა 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
პოლიციამ კომპანია Hashem Foods-ის საწარმოში გამოძიება უკვე დაიწყო.
საკვებისა და სასმელის საწარმო, სადაც ხანძარი გაჩნდა, ქვეყნის დედაქალაქ დაკასთან ახლოს, ქალაქ რუპგანჯისთან მდებარეობს.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ადამიანების დაღუპვის მიზეზი შიგნიდან ჩაკეტილი ცენტრალური კარები გახდა.
ხანძრიდან გაქცევის მცდელობისას 26 ადამიანი დაშავდა.
ამჟამად უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.