ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ-ალ ასადი სამშაბათს მოსკოვში ჩავიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
ინფორმაცია, ამის შესახებ ასადის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.
ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სირიისა და რუსეთის პრეზიდენტები ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
ბაშარ-ალ ასადისთვის ეს არის პირველი საგარეო ვიზიტი მას შემდეგ, რაც თებერვალში, სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
მოსკოვის აეროპორტში მას მიხეილ ბოგდანოვი, რუსეთის პრეიზდენტის სპეციალური წარმომადგენელი დახვდა.