ბელარუსმა ჯარების საბრძოლო მომზადების დაწყება გამოაცხადა
ბელარუსმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დაწყება გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროში განაცხადეს, რომ აქტივობები სამხედრო სამსახურში მორიგი გაწვევის შემდეგ და სამხედრო მომზადების საწყისი პროგრამის ახალი შევსების შემდეგ მიმდინარეობს.
სამინისტროში წვრთნების ძირითადი მიზნებად დაასახელეს:
- საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საჭირო დონეზე შენარჩუნება;
- სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოების თანმიმდევრულობის გაზრდა;
- მეთაურთა პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება;
- პერსონალის მომზადებ სხვადასხვა პირობებში მოქმედებისთვის.
10 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალესანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "გაერთიანებული ჯარის რეგიონალური ჯგუფის" განთავსების შესახებ, სავარაუდოდ მაღალი დონის საფრთხეების გამო "მოკავშირე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე."
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინის დაჯგუფება ჩრდილოეთის მიმართულებით გაზრდილია.