ბელორუსში ვაგნერელების გადასვლის გამო, პოლონეთი საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს

ბელორუსში ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების გადასვლის გამო, პოლონეთში საზღვრის დაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს.

ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ვაგნერის ჯგუფი ბელორუსში, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით რვა ათასი მებრძოლია, ქმნის "მინიმუმ პოტენციურად ახალ" სიტუაციას.

"ეს არის ელემენტი, რომელიც საშიშია უკრაინისთვის, პოტენციურად საშიშია ლიეტუვისთვისაც და შეიძლება საშიში იყოს ჩვენთვის. ეს შეიძლება ნიშნავდეს ჰიბრიდული ომის ახალ ფაზას, ბევრად უფრო რთულს, ვიდრე აქამდე იყო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ საზღვარზე ჩვენი თავდაცვის გაძლიერების შესახებ," - განაცხადა მან.

კაჩინსკის თქმით, საზღვრის გაძლიერების გადაწყვეტილება ეხება როგორც იმ ძალების ზრდას, რომლებიც მუდმივად იქნებიან იქ, ასევე სხვადასხვა ბარიერებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების რაოდენობის ზრდას.

"უსაფრთხოების პოლიტიკა ორიენტირებულია ყველაზე ვუდ სცენარებზე. და ამ პრინციპით ხელმძღვანელობით, ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო ასეთი გადაწყვეტილებები." - აღნიშნა კაჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები