ბერბოკი: რუსეთში ჩატარდა არჩევნები არჩევანის გარეშე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ რუსებს საპრეზიდენტო არჩევნებზე არჩევანი არ ჰქონდათ.
ამის შესახებ მან ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.
ბერბოკის თქმით, რუსეთში საარჩევნო პროცესი იყო "არჩევნები არჩევანის გარეშე."
"საარჩევნო პროცესი არა მხოლოდ აჩვენებს პუტინის უგუნურ ქცევას საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ეწინააღმდეგება გაეროს ნორმებს. ე.წ. "არჩევნები" უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს." - განაცხადა მან.
ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა რუსმა ამ შაბათ-კვირას ცხადყო, რომ ისინი არ უჭერენ მხარს "რუსეთის პრეზიდენტს."
ევროკავშირმა რუსეთის "საპრეზიდენტო არჩევნები" მრავალი შეზღუდვის, რეალური ოპოზიციის მონაწილეობის დაუშვებლობის და უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ჩატარების გამო.
აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ რუსული "არჩევნები" არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა პუტინი საბჭოთა დიქტატორ სტალინს შეადარა.