BILD: შტაინმაიერი კიევში ჩადიოდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრა არ ისურვა
გერმანული გაზეთის, BILD-ის გავრცელებული ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაიერის დამოკიდებულებასა და "შტაინმაიერის ფორმულას" ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შემდეგ იქნა შემუშავებული, როცა გერმანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო.
"შტაინმაიერის ფორმულა" უკრაინელებსა და რუსებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საწინდარი უნდა გამხდარიყო, თუმცა უკრაინელები მისი შინაარსით თავიდანვე უკმაყოფილონი იყვნენ.