ბინ ლადენის ძმის შვილი პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას აპროტესტებდა

ოთხშაბათს ოსამა ბინ ლადენის ძმის შვილი ნურ ბინ ლადენი ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას აპროტესტებდა. ბინ ლადენს ხელში დროშა ეჭირა წარწერით - “ტრამპმა გაიმარჯვა”.

ნურ ბინ ლადენი შვეიცარიაში ცხოვრობს და წლებია დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ტრამპს არჩევნები გაუყალბეს.

ბინ ლადენი თავს "პატრიოტად" მიიჩნევს და ბიძასა და ოჯახს ემიჯნება.

ნურ ბინ ლადენი ჯო ბაიდენის კრიტიკოსია და ოთხშაბათის სამიტს ვლადიმირ პუტინთან “ხუმრობა” უწოდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები