ბლინკენი: ირანს ბირთვული იარაღის მასალების რამდენიმე კვირაში შექმნა შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კოლორადოში, Aspen-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ირანს შეუძლია აწარმოოს ატომურ იარაღში გამოყენებული დასაშლელი მასალა "ერთი ან ორი კვირის განმავლობაში."
"იმის ნაცვლად, რომ სულ მცირე ერთი წელი იყოს დარჩენილი ბირთვული იარაღის დასაშლელი მასალის წარმოებისი მიღწევამდე, მას (ირანს - რედ.) ახლა, ალბათ, ერთი-ორი კვირა აშორებს." - აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის გამო, თეირანი ახლა სწრაფად ზრდის ამ ტექნოლოგიის პოტენციალს.
მან განმარტა, რომ ირანს ჯერ არ შეუქმნია ბირთვული იარაღი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უახლესი მონაცემებით, ირანი გეგმავს დამატებითი ცენტრიფუგების ამოქმედებას ფორდოსა და ნატანცის ბირთვულ ობიექტებზე, ეს ნაბიჯი უკვე დაგმეს ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.
2015 წლის შეთანხმებით, რომელიც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს გააუქმა, ირანმა შეზღუდა ბირთვული პროგრამა ეკონომიკური სანქციებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ.
ტრამპმა ხელახლა დაუწესა სანქციები ირანს, რამაც გამოიწვია თეირანის მიერ ადრე აკრძალული საქმიანობის გაგრძელება და გააცოცხლა აშშ-ს, ევროპასა და ისრაელის შიშები, რომ ირანი შესაძლოა ბირთვული ბომბის შექმნას ცდილობდეს.