ბლინკენი: უკრაინის კონტრიერიშის ფარგლებში კარგ პროგრესს ვხედავთ

კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის მიმდინარეობა შეაფასა. 

"მე აქ პირველ რიგში იმიტომ ვიმყოფები, რომ გამოვხატო უკრაინის მყარი მხარდაჭერა. ჩვენ ვნახეთ კარგი პროგრესი კონტრიერიშის ფარგლებში. ჩვენ გვსურს ვიზრუნოთ, რომ უკრაინას ქონდეს აუცილებელი შეიარაღება არამხოლოდ წარმატებული კონტრიერიშისთვის, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინას ქონდეს რუსეთის შეკავების შესაძლებლობა, აგრესიის შემდგომი ფაზის თავიდან ასაცილებლად",- ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინას დღეს დილით ეწვია, ვიზიტი დაუანონსებელი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი კიევში უკრაინას სამხედრო, ენერგეტიკული და ჰუმანიტარულ საჭიროებების განსახილველად ჩავიდა. 

ენტონი ბლინკენი კიევს ბოლოს ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 6 სექტემბერს იმყოფებოდა, ვიზიტი მაშინაც დაუანონსებელი იყო. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პირველად 2022 წლის აპრილში იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები