ბლინკენმა ბაჰრეინის მეფეს უთხრა, რომ ჰუსიტების თავდასხმები "უგუნური და საშიშია"
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინის მეფეს უთხრა, რომ ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში "უგუნური და საშიშია."
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ბლინკენმა ბაჰრეინის მეფე ბინ ისა ალ ხალიფასთან განიხილა "ჰუსიტების უგუნური და საშიში თავდასხმები კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში და დაადასტურა ერთგულება საერთაშორისო სამართლისა და ნაოსნობის თავისუფლების მიმართ."
ბლინკენმა და ალ ხალიფამ ასევე განიხილეს "ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში და მიესალმნენ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და კონფლიქტის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მცდელობებს."
სახელმწიფო მდივანი თავისი ვიზიტების სერიას ეგვიპტეში დაასრულებს.
ბაჰრეინში ჩასვლამდე ბლინკენი თურქეთს, საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს ეწვია.