ახალი ამბები

15:38 | 19 ივნისი, 2026 — საქართველო

ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ უახლესი სოციალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ვითარების არსი: კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.

  • გარდა ამისა, გამოკითხულთა 67% ევროკავშირს ენდობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად.
  • გამოკითხულთა 87%-ის აზრით, საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

კონტექსტი: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კვლევა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გააკეთა.

  • კვლევაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო.
  • რესპოდენტების აზრი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუების საშუალებით ჰკითხეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე